გრაფინია მარია ფესენკოს აგარაკი



          გრაფინია მარია ფესენკოს აგარაკი
სასახლე,ბავშთა სახლი ,თავშესაფარი-ისტორია გრაფინია მარია ფესენკოს აგარაკზე....




    მახინჯაურის ბავშვთა სახლი რომელსაც სინამდვილეში დიდი ისტორია აქვს. სასახლის შენობა მეოცე საუკუნის პირველ  ნახევარში დაიწყო.და რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის ნიკოლოზ მეორის ძიძას გრაფინია მარია ფესენკოს ეკუთვნოდა.ადგილობრივების ინფორმაციით აგარაკი 1900 და 1907 წელსაა აგებული.გადმოცემით შენობა  ქართველ არქიტექტორს დაუპროექტებია და პეტერბურგიდან მოწვეულ არქიტექტორებს დაასრულებიათ. მისი ანალოგი იტალიაშიც ყოფილა.
   
             საუკუნის განმავლობაში აქ ხშირად სტუმრობდნენ  ინგლისელი,
რუსი,და  გემრანელი არისტოკრატები.როგორც იტყვიან აქ სიცოცხლე დუღდა .იმართეობოდა წვეულებები და საღამაოები.გრაფინიას აგარაკი მახინჯაურში იმდენად პოპულარული იყო რომ  იმდროის რუსეთში რამდენიმე ღია ბარათი გამოიცა სასახლისა და ბაღის გამოსახულებით.მახინჯაურში გადმოცემით იციან რომ გრაფინია ფესენკევა რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის აღმზრდელი იყო ,ისტორიული წყაროები ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია, თუმცა მეცნიერებს ეჭვი არ ეპარებათ რომ სასახლის დიასახლისი სწორედ გრაფინია ფესენკო იყო და რომანოების კუთვნილი ჩაქვის საუფლისწულო მამულების ადმინისტრაციისთვის აგებული ულამაზესი სასახლე იმპერატორმა აღმზრდელს უსახსროვა  როგორც ისტორიულ წყაროებშია მოხსენებული.



   მეორე მსოფლიო ომის დროს  სასახლეში ჰოსპიტალი განათავსეს.მოგვიანებით ბავშვთა სახლი,20 წლის წინ კი აფხაზეთიდან იძულებთ გადადგილებული პირები შესახლდნენ.წლების განმავლობაში სასახლიდან გაქრა უნიკლაური ნივთები და ექსპონანტები, რომელიც შენობაში მოწყობილ მუზეუმში იყო განთავსებული.დღეს ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე მყოფი შენობა სრულიად მიტოვებულია.გააუქმეს დაცვის სამსხურიც  და შენობას მხოლოდ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები იცავენ.

    როგორც ყვებიან  იმპერატორის ამღზრდელი აგარაკზე დიდ დროს ატარებდა,ადგილობრივების თქმით  იმავე ტერიტორიაზეა მისი საფლავიც,კონკრეტულად კი ფესენკოს ყოფილ ბაღში.გრაფინია ერთ ერთი ვერსიით აგარაკზე მისივე მებაღეს ძარცვის მიზნით მოუკლავთ..
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2013 წლის 28 ოქტომბრის 03/182 ბრძანების საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახინჯაურში მდებარე გრაფინია ფესენკოს აგარაკს (მახინჯაურის ბავშვთა სახლი),  მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.
...




Comments

Popular Posts