,,ფოტოგრაფია–ეს ყველაზე გამანადგურებელი იარაღია მსოფლიოში''


,,ფოტოგრაფია–ეს ყველაზე გამანადგურებელი იარაღია მსოფლიოში''














ეს ცნობილი ფოტოფოტოგრაფმა კევინ კარტერმა 1994 წელს სუდანში შიმშილობის დროს გადაიღო. ფოტოსთვის მან უმაღლესი ჯილდო - პულიტცერის პრემია (10 000 აშშ დოლარი) მიიღო.ფოტოს ისტორია ასეთია: შიმშილისგან ღონემიხდილმა ბავშვმა ერთი კილომეტრი იხოხა, რათა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბანაკამდე მიეღწია. მის უკან სვავი მოჩანს, რომელიც ბავშვის სიკვდილს ელოდება.ფოტოს გადაღების შემდეგ კარტერმა ის ადგილი ისე დატოვა, რომ ბავშვს არ დახმარებია. არც არავინ იცის, რა დაემართა გოგონას ფოტოს გადაღების შემდეგ. ბანაკამდე მას არ მიუღწევია.
უმაღლესი ჯილდოს მიუხედავად,ამავე ფოტომ უდიდესი კრიტიკის ობიექტადაც აქცია კევინი.მას საზოგადოებამ ბრალი დასდო სისასტიკესა და არაადამიანურ საქციელში,რადგან იმის ნაცვლად რომ მცირეწლოვანი გოგონასვთVის დახმარება გაეწია..და მისი ბედით დაინტერესბულიყო,პროფესიული საქმიანობა უფრო წინ დაააყენა.
მიუხედავად უამრავი ბრალდებისა კევინი თავს დამნაშავედ არ გრძნობდა.
კევინი მიიჩნევდა რომ არა ის და სხვა ფოტოგრაფები მსოფლიოსთვის ვერასდროს გახდებოდა ნათელი რა ხდედბოდა აფრიკის კონტინენტზე.ამ შემთხვევაში კვენი გამოვიდა სვავზე უარესი,რომელიც აჩხაკუნებს კამერას.და მომაკვდავ გოგონას იყენებს კადრისთვის.






კევინ კარტერი სამხრეთ აფრიკაში 1963 წელს დაიბადა.მან თავისი კარიერა ძალადობის ასახვას მიუძღვნა.ტრაგიკულმა ფოტომ რომელმაც თავდაპირველად პოპულარულობა მოუტანა შემდგომში თვითმკვლელობის ერთერთი მიზეზიც გახდა ხალხისთვის ის უკვე გენიალური ფოტოგრაფი აღარ იყო, რადგან მას შეუძლია აუღელვებლად უყუროს გოგონას წამებას და არაფერი მოიმოქმედოს მის დასახმარებლად.
კარტერმა თავისი ცაქციელი ინანა და შეცდომის გამოსწორება ვეგარ შეძლო რადგან ის უკვე მძიმე დეპრესიაში ჩავარდა.27 ივლისს კევინმა დაახლოებით საღამოს 9 საატისთვის მანქანა პატარა მდინარესთან გააჩერა.მან ნამწვავის გამოსბოლქვი მილი შლანგით მანქანის სალონს შეუერთა, მუსიკა ჩართო და გაიგუდა.
სიკვდილის წინ კევინმა წერილი დატოვა:"დავიღალე უტელეფონოდ, უფულოდ, კომუნალური გადასახადებით, ვალებით ყველგან ფულია საჭირო!!!!მკვლელობებზე, ტკივილზე, ბოროტებაზე მოგონებები არ მასვენებს....ვდარდობ მშიერ და დაჭრილ ბავშვებზე"...





2005 წელს რეჟისორმა დონ კრაუსმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი “კევინ კარტერის სიკვდილი”.





გარდა ამ სულის შემძრელი ფოტოსი კევინს გადაღებული აქვს არაერთი საშინელი სიუჟეტის მქონესურათები.

\





























Comments