“ავღანელი მონა ლიზა“


 “ავღანელი მონა ლიზა“



სტივ მაკკარი - თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოჟურნალისტი, რომლის ფოტოს „ავღანელი გოგონა“ მთელი მსფლიო იცნობს და რომელმაც მოხიბლა სამყარო.
ფოტოზე --გოგონა, რომელის გამოსახულებამ სულ ცოტა ხანში მსოფლიომოიარა და ავღანელთა გამათავისუფლებელი ბრძოლის სიმბოლოდ იქცა
შარბათ გულა – ბავშვი ხაფანგში მომწყვდეული ნადირის გამოხედვით – სტივ მაკკარის თავიდან არც კი შეუმჩნევია. მერე მაინც შენიშნა და სხვა პატარებთან ერთად, მასაც გადაუღო რამდენიმე ფოტო. გოგონა, ერთი შეხედვით, არაფრით განსხვავდებოდა დამშეული, ჩამოკონკილი თანატოლებისაგან, მისი თავგადასავალიც არ ყოფილა უჩვეულო – საბჭოთა ბომბდამშენების მიერ გაპარტახებული სოფელი, დაღუპული მშობლები, გრძელი და სახიფათო გზა პაკისტანამდე…
ვაშინგტონში დაბრუნებულმა ფოტოგრაფი კარგა ხანს გაოცებული დასცქეროდა სურათებს, საიდანაც დაფლეთილ თავსაფარში გახვეული პატარა ქალი უჩვეულო ფერის, საცრისხელა თვალებით პირდაპირ სულში უყურებდა. მაკკარი მიხვდა – მისი ვარსკვლავური საათი დამდგარიყო.
გულას ფოტო 1984 წლის ივნისში “National Geographic”–ის გარეკანზე დაიბეჭდა და ელვის სისწრაფით გაითქვა სახელი.ამავე ჟურნალის საუკეთესო ტოპ-ასეულში მოხვდა. გულას მომაჯადოებელ მზერას, გახუნებული და ალაგ-ალაგ დამწვარი თავსაბურავი მატებდა  ელფერს. ამის შემდეგ ამ ფოტომ ღია ბარათებსა თუ სხვადასხვა გამოცემის ფურცლებზე გადაინაცვლა…


წლების ემდეგ მაკკარიისევ გაემგზავრა ავღანეთში, რათ ეპოვა გოგონა, რმლის სახელიც კი არ იცოდა. დიდი ხნის
ძიების შემდეგ მან მიაგნო გოგონას და ახალი ფოტოც გადაუღო national Geographic-ის ნომრით ხელში. როგორც ფოტოგრაფი აღნიშნავს იგი შეძრა გოგონას ცვლილებამ.

ფოტო 1984 წლის გაზაფხულის მიწურულს, პაკისტანში, ავღანელი ნაზირ–ბაგჰის ბანაკში, დევნილი პატარებისთვის გახსნილ სკოლაშიაგადაღებული.
























Comments